მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი საკუთარი თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგს იწყებს

ილონ მასკი
BM. GE
14.07.25 16:37
198

ილონ მასკი საკუთარი კომპანიის, xAI-ს თანამშრომლების საქმიანობას დააკვირდება. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ასისტენტის, Grok-ის შექმნაზე მომუშავე ყველა პირს პროგრამა Hubstaff-ის ინსტალაცია მოუწევს. საუბარია აპლიკაციაზე, რომელიც თანამშრომლების მიერ აპლიკაციებისა თუ ვებსაიტების გამოყენებისას ეკრანს რეგულარულად გადაუღებს სურათს.

კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებამ xAI-ს თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს, მასკის ინიციატივა კონფედენციალურობასთან დაკავშირებით საფრთხეს აჩენს. აღსანიშნავია, რომ იურისტები მილიარდერის გადაწყვეტილებას უკანონოდ არ მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის მსგავსი სისტემა ფართოდაა მიღებული. მთავარია, პროცესი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდეს.

xAI-ს თანამშრომლებზე მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილება ილონ მასკმა მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიის მიერ შექმნილმა AI ასისტენტნმა, Grok-მა მომხმარებლებისთვის გაცემული საკამათო პასუხებით საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები