მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჟორიტარების შერჩევის კრიტერიუმი კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაა - კობახიძე

მაჟორიტარები

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ თბილისზე.

„მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით. ისინი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე “, - განაცხადა პრემიერმა.

მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარი "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, მოქმედმა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც გააკეთა.

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქალაქის საკეთილდღეოდ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იმუშავებენ. „დედაქალაქში ბოლო 8 წლის მანძილზე ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა აღმოვფხვრათ პრობლემები, განვავითაროთ ქალაქი. მაჟორიტარებს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან, მათ გვერდით დგომას გავაგრძელებთ მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები