მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„McDonald's-ს ქვეყნის ბიუჯეტში 150 მლნ ლარი აქვს შეტანილი“ - თემურ ჭყონია

6346745b35841
თათია კაკიაშვილი
12.10.22 12:10
1119
„McDonald's-ს ქვეყნის ბიუჯეტში 150 მლნ ლარი აქვს შეტანილი,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა და დასძინა, რომ აქედან ბიუჯეტი 33 მილიონით ბოლო წელიწად-ნახევარში შეივსო.

“ეკონომიკას აჯანსაღებს ზუსტად ისეთი პროექტები, როგორსაც ჩვენ ვახორციელებთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ თანამშრომელთა რაოდენობა, ვინც ჩვენთან მუშაობს, იმატებს. სტანდარტებს იცავენ ეს ახალგაზრდები, რაც ძალიან მეამაყება. სწავლისგან თავისუფალი დრო თუ დარჩათ, შესაძლებლობა აქვთ, რომ ჩვენთან გამოიმუშაონ ელემენტარული თანხები, რომელიც მათ სჭირდებათ,” - განაცხადა ჭყონიამ.

ამასთან, „მაკდონალდსმა“ ახალი რესტორანი ისანში გახსნა, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 6,5 მლნ ლარია. ახალი რესტორანი აღჭურვილია ახალი ციფრული ტექნოლოგიებით, რომლებიც, თემურ ჭყონიას შეფასებით, კონკურენტულ პირობებში ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები