მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო კომპანიებში აუდიტის სამსახურია შესული - ივა ჭყონია

5ed75e917490d
ნინი ლონგურაშვილი
03.06.20 12:25
2324
"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ "საქმიანი დილის" ეთერში ბიზნესების შემოწმებაზე ისაუბრა.

ივა ჭყონიამ ეთერის საშუალებით შესაბამის სამსახურებს მიმართა.

"სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებში აუდიტის სამსახურია შესული. მინდა, რომ სახელმწიფოებრივად იფიქროთ, დღეს ის პერიოდი ნამდვილად არ არის, რომ კომპანიები, რომლებსაც ისედაც სერიოზული პრობლემები აქვთ და გადარჩენაზე არიან, ზედმეტი რესურსი დახარჯონ იმაზე, რომ ვიღაცა შევიდეს და ამოწმონ. არავინ გაურბის შემოწმებას და ზუსტად ვიცი, არავის პრობლემა არ აქვს, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგას ბიზნესი და აცალეთ უბრალოდ, ამოისუნქთონ. ეს ძალიან ნეგატიურად აისახება", - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები