მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარაძის თქმით, პარლამენტში თანამდებობებთან დაკავშირებით "განსაკუთრებულ სიურპრიზი“ არა, მაგრამ სიახლეები იქნება

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი
22.11.24 20:47
589

„ქართული ოცნება“ ორშაბათს, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას გეგმავს, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა და მე-10 მოწვევის დეპუტატებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მმართველი პარტიის სათავო ოფისში დღეს გამართული უმრავლესობის შეკრების შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ სხდომაზე ისეთი საკითხები გაიარეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების საკითხებს, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და წლის ბოლომდე, საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტის ამბიციური გეგმებს შეეხებოდა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ორშაბათსვე უმრავლესობა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაასახელებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ამ კუთხით „ოცნება“ „განსაკუთრებული სიურპრიზების“ გაკეთებას არ აპირებს, თუმცა სიახლეები იქნება.

„ორშაბათს დილით მოგვიწევს, რომ დავასახელოთ კომიტეტის ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ა.შ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ გვექნება გარკვეული სიახლეებიც, რა თქმა უნდა”, - აღნიშნა მდინარაძემ.

პარტიის აღმასურლებელ მდივანს ჟურნალისტებმა გკითხეს განიხილება თუ არა თეა წულუკიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყოს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა: “თეა წულუკიანი მშვენიერი კანდიდატურაა იმისთვის, რომ ვიცე-სპიკერის ადგილი დაიკავოს, მაგრამ ამ დეტალებზე ორშაბათს მოგახსენებთ”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები