საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და მზადაა, ქვეყნის წარმატება გაიზიაროს.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში, მზად ვარ ამ ქვეყნის წარმატება გავიზიარო. ევროპულმა კომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია უკვე გასცა, ახლა კი გაერთიანების წევრი 27 ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს და 15 დეკემბერს გადაწყვეტილება ცხადი გახდება. მე კი ამ დადებითი მოვლენების გამო ძალიან მოხარული ვარ", - ამბობს ჰერჩისნკი.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, რადგან დასაკარგი დრო არ არის.
"აუცილებელია, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს, სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემულია და დეკემბერში, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქვეყანას შეეძლება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ახალ ეტაპზე გადავიდეს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.