მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეათე წელია, საქართველოში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი განათლების სექტორშია

სკოლა უნივერსიტეტი გამოცდა

საქართველოში ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება ზედიზედ მეათე წელია განათლების სექტორშია.

საქსტატის თანახმად, განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1409 ლარია, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული საშუალო ანაზღაურება ამაზე 57%-ით მეტი იყო და 2217 ლარს შეადგენდა.

განათლების სექტორში არის უფრო დაბალი ხელფასები, ვიდრე სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სექტორებში.

საქართველოს სკოლებში სულ 66 ათასი პედაგოგი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში 11 ათასი პროფესორ მასწავლებელია. დაბალი საშუალო ანაზღაურება სავარაუდოდ, ზოგადი განათლების სექტორში, პედაგოგთა ხელფასებს უკავშირდება.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ანაზღაურებას, ის კომუნიკაციებისა და IT სექტორშია, და 2024 წლის მეოთხე კვარტასლის მდგომარეობით 4008 ლარს შეადგენს.

სექტორი საშუალო ხელფასი 2024 წლის მეოთხე კვარტალში სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
ინფორმაცია და კომუნიკაცია 4008 -7%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3374 8%
მშენებლობა 3362 10%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 3259 12%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 2584 12%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება 2570 17%
ტრანსპორტირება და დასაწყობება 2492 3%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 2425 1%
საშუალო ხელფასი ყველა სექტორისთვის 2218 8%
დამამუშავებელი მრეწველობა 2166 15%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 2045 9%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 2035 6%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 2013 -2%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 1844 16%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 1746 13%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 1716 10%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 1698 16%
სხვა სახის მომსახურება 1608 6%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 1506 14%
განათლება 1409 22%

სექტორების აღნიშნული კლასიფიკაციით საქსტატი საქართველოს ეკონომიკას 2014 წლიდან აღრიცხავს, შესაბამისად 2014 წლამდე არსებული მონაცემები სექტორების ამ კლასიფიკაციასთან შესადარისი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები