იაპონური Yamaha Motor-ის გენერალურ დირექტორს, იოშიჰირო ჰიდაკას თავს დაესხნენ. აზიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდამსხმელი მენეჯერის ქალიშვილი, ჰანა ჰიდაკა იყო, რომელიც პოლიციამ მკვლელობის მცდელობის მუხლით დააკავა. თავად ქალიშვილი ამბობს, რომ მამამისი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რისთვისაც შემთხვევამდე ორჯერ პოლიციაშიც დარეკა. შემთხვევა სამზარეულოს დანით მოხდა, ხოლო იოშიჰირო ჰიდაკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Yamaha Motor-ში, ამ ეტაპზე, ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან ეს შემთხვევა, მათი თქმით, პირადი საკითხების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები იძიებენ. Yamaha Motor-ი იაპონური კომპანიაა, რომელიც მოტოციკლებს, კატერებს და ძრავებს აწარმოებს. კომპანია 1955 წელს დაფუძნდა და დღეს, Yamaha Motor-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $8.9 მილიარდის ტოლია.