2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 117.4 მლნ დოლარის მედიკამენტები იყიდა. დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი წლის ჭრილში 23%-ით არის გაზრდილი. მედიკამენტები საქართველოსთვის მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო საქონელია მთლიან იმპორტში 4.7%-იანი წილით.
მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად თურქეთია, საიდანაც მთლიანი იმპორტის 28% შემოვიდა.
უფრო დეტალურად, ორი თვის მონაცემებით TOP 5 საიმპორტო ბაზარი ასეთია:
- თურქეთი - $32.6 მლნ;
- შვეიცარია - $17.5 მლნ;
- გერმანია - $16.7 მლნ;
- უნგრეთი - $10.3 მლნ;
- საფრანგეთი - $4.7 მლნ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანამ 680 მილიონ 344 ათას დოლარის ღირებულების მედიკამენტები შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება.




























