მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

64a8230d50c91
BM.GE
07.07.23 18:41
1156
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

„სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მილიონპროცენტიანი ვარ დარწმუნებული. არასოდეს მისაუბრია ამ ტონით, მაგრამ ეს იყო დაკვეთილი ასპროცენტიანი, სხვანაირად ამის ახსნა არ შემიძლია. ეს იყო ცაში რაღაცის გავარდნა, მოულოდნელი არ ჰქვია ამ გადაწყვეტილებას. ასეთი შედეგი არ შეიძლებოდა, არაფრით“, - ამბობს ვათიაშვილი და ამატებს, რომ გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ვიოლეტა ინასარიძემ მანამდე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა. მაშინ მან თქვა, რომ მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იყო და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი პოლიციაში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

პროკურატურის მტკიცებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ნახა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ადვოკატის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. ვიოლეტა ინასარიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები