მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეკითხებიან, არ გეშინიაო? - კი, მეშინია, თავისუფლების დაკარგვის“ - კახა ხაზარაძე

კახა ხაზარაძე

„მეკითხებიან, არ გეშინიაო? პასუხი მარტივი მაქვს - კი, მეშინია, თავისუფლების დაკარგვის“, -ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, დღეს, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია და ტურისტიც აღარ ჩამოდის. კანონის მიღების შემდეგ კი აღარავინ ჩამოვა.

„30 წელში ჩვენ 5 მთავრობა გამოვიცვალეთ და შევძელით წარმატებული ბიზნესის კეთება ისე, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ ვიყავით. მარტივი არ იყო, მაგრამ არსებობს წესები, რომლითაც ადამიანმა უნდა იცხოვროს.

მე ვიცი, რომ 78-ე მუხლში გვიწერია, რომ ჩვენი, ერის არჩევანი არის ევროპული ღირებულებები და ევროპისკენ სწრაფვა. როდესაც არსებული მთავრობა ჩვენ გვეუბნება, რომ 2030 წელს საქართველო ევროპაში შევა, ალბათ თავისი ევროპის აშენებას აპირებს. იმიტომ, რომ ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფოდით, მას ყველა კარებს ვუხურავთ, რადგან პარტნიორებს ასე არ ექცევიან. აქედან გამომდინარე, არის რაღაცები, რაზედაც სიჩუმე არ შეიძლება, რაც მარტივად გასაგები ხდება ყველასთვის, მათ შორის მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც.

მთავრობა, რომელიც დღეს გველაპარაკება, რომ ისინი უმრავლესობის აზრს ატარებენ და საპროტესტოდ 250000 ადამიანი იყო გამოსული, მათ თურმე 10 და 20 ათას ადამიანად თვლიან და მათ IQ-ებს ზომავენ, ეს უკვე შეურაცხყოფაც აღარ არის.

მთავრობა გამჭვირვალობაზე მელაპარაკება, როდესაც ინსტიტუციები არ მუშაობს და ქვეყანა კორუფციაში იფლობა. შესაბამისად, ესეც შეურაცხყოფაა, როდესაც შენს მოქალაქეს თავზე ახვევ ისეთ რაღაცას, რასაც ალბათ ბავშვებს ზღაპრადაც აღარ უყვებიან. დღეს, ქვეყანაში ინვესტიციის მოზიდვა ისედაც პრობლემაა. იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არსებობს. ტურისტი აღარ ჩამოდის“,-აცხადებს ხაზარაძე.

ICR-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კანონის მიღებით ქვეყანას ვკეტავთ და კითხვას სვამს, თუ ვისთან აპირებს საქართველო ამის შემდეგ პარტნიორობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები