მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეკითხებიან, რა აზრი ჰქონდა არჩევნებზე წასვლას, რადგან "ოცნება" მაინც გააყალბებდა? - გიორგი ქადაგიძის პასუხი

ეროვნული ბანკი
29.10.24 19:28
454

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე 26 ოქტომბრის არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ის წერს, მას ბევრი ადამიანი ეკითხება რა აზრი ჰქონდა არჩევნებზე წასვლას, რადგან იცოდნენ რომ "ქართული ოცნება" მაინც გააყალბებდა.

გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ზუსტადაც ამ პირობებში უნდა წავიდნენ მოქალაქეები არჩევნებზე, რადგან მმართველ პარტიას გაყალბების ნაკლები შანსი ეძლევა.

"ბევრი ნაცნობი და უცნობი მეკითხებოდა, თუ რა აზრი ქონდა არჩევნებზე წასვლას, რადგან ქართული ოცნება მაინც გააყალბებდა. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, თუ არჩევნებზე არ წავიდოდით ივანიშვილი მარტივად გაიფორმებდა გამარჯვებას, ხოლო მაღალი აქტივობის პირობებში ოლიგარქს მოუწევდა არჩევნების მოპარვა, რაც მის იზოლაციას და კეთროვანებას ახალ დონეზე აიყვანდა. მოპარული არჩევნების შემდეგ ყოველთვის მოდის მძიმე სანქციები, იზოლაცია და პოლიტიკურ/ეკონიმიკური კრიზისი, რომელიც რეჟიმს ასუსტებს და საბოლოო ჯამში ორგანიზებული და ჭკვიანური შიდა პროტესტის პირობებში მას ჩამოშლის.ასეც მოხდა, ხალმხა თავის სიტყვა თქვა, ძალიან მაღალი აქტივობის პირობებში, რეჟიმს მოუწია ისეთი რიცხვების დაწერა, რომლის დაჯერება საღი აზრის ტესტი უფროა ვიდრე პოლიტური პოზიციის.

ამ მხრივ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, გავიარეთ კიდევ ერთი ეტაპი, როდესაც რეჟიმი ღიად და თავხედურად გვპარავს არჩევანის უფლებას და შესაბამისად ქვეყანას. ამ არჩევნებმა მოგვცა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, პროტესტის ლეგიტიმური მმართველი რგოლი, ოთხი ოპოზიციური ცენტრის სახით, რომელსაც პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი დაემატა.

დანარჩენი ჩვენზეა, შევეგუებით როგორ გვართმევენ თვალწინ ევროპულ პერსპექტივას, თუ შევძლებთ დავანახოთ განვითარებულ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და უზურპატორს არ ვიტანთ, ვიბრძვით ბოლომდე.გუშინდელმა დღემ, როდესაც 24 საათში თბილისი ქუჩაში გამოვიდა, უჩვენა რომ ბრძოლისთვის ხალხი მზად არის.

ასე ვუყურებ მე ამ პროცესებს და ცხადია თვითონ არასდროს შევეგუები ქვეყნის მიტაცებას, როგორც უამრავი ამ ქვეყნის პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქე, რუსეთის მოკავშირე მარიონეტი ოლიგაქრქის მიერ.უმრავლესობა ვართ ჩვენ და გამარჯვებაც ჩვენი იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - წერს გიორგი ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები