მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიორაციის რეგულირებას, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს და სემეკის სხვა მნიშვნელოვან პროექტებს დავით მირცხულავა აფასებს

სემეკი
BM. GE
26.09.23 13:17
31

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა სემეკის მნიშვნელოვან პროექტებს აფასებს და მელიორაციის სექტორის რეგულირებაზე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შექმნასა და  ჰესებთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„დღეს სემეკი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა ქართულ ენერგეტიკაში, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ სექტორის მომსახურების ხარისხს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდებაზე და სწორედ ეს არის სემეკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. მე ვთვლი, რომ წლების განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება ეს ინსტიტუცია. ინერგება უამრავი სიახლე სხვადასხვა მიმართულებით. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მელიორაციის სექტორის რეგულირებაც დაიწყო. წლების განმავლობაში საირიგაციო წყლის მიწოდების პრობლემა ქვეყანაში მუდმივად არსებობდა, რაც ასევე გამოწვევა იყო მცირე ჰესებისთვის. გაზაფხულზე დაისვა სწორედ ეს საკითხი და სემეკმა ამ შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა ჩარევა. სწორედ ასეთი ოპერატიულობა სექტორში ძალიან ბევრ სასიკეთო რამეს ნიშნავს“, – აღნიშნავს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სემეკის მიერ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შექმნას ასახელებს. დავით მირცხულავას თქმით, აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს სექტორში მომუშავე პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„კარგია, რომ სემეკში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო სკოლა, სადაც კვალიფიკაციის ამაღლება ხდება სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. მე მიმაჩნია, რომ მომავალშიც ეს ცენტრი ბევრ სასიკეთო რამეს გააკეთებს განათლების ამაღლების მიმართულებით ჩვენს საზოგადოებაში“, – აცხადებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება გამჭვირვალობის ნაწილს. დავით მირცხულავა აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სემეკის გამჭვირვალობის ხარისხი ვითარდებოდა და დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ღიად და სწრაფად მიღება.

„ვფიქრობ, რომ დღეს სიტუაცია გაცილებით უკეთესია ამ კუთხით. მე, მაგალითად, როცა მინდა რომელიმე სადგურის შესწავლა ან სადისტრიბუციო კომპანიაზე მონაცემების მიღება საინფორმაციო ბაზის გაცნობის ძირითადი საშუალება არის სწორედ სემეკის ოფიციალური თუ სოციალური გვერდები,  სადაც უამრავი სასარგებლო მასალაა. შესაბამისად, დარგში მომუშავე სპეციალისტს გამჭვირვალობის კუთხით პრობლემა ნამდვილად აღარ აქვს, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა“.

სემეკის როლზე საუბრისას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ასახელებს, კერძოდ ჰესების კრიტიკულ ასაკს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სემეკი აქტიურად მუშაობდეს, რათა ჰესების ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას.

„ჩემი მუდმივი კრიტიკული თემა შეეხებოდა ენერგეტიკის სექტორს. უამრავი ჰესია საქართველოში, რომელიც კრიტიკულ ასაკს აღწევს. ცხადია, მათ ტექნიკურ მდგომარეობას ადრე ნაკლები ყურადღება ექცევოდა. ახლა სიტუაცია შეცვლილია. მათ შორის, სემეკიდან მოდის სიგნალები, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. ეს ძალიან კარგია, რადგან როცა ჰესს აძლევ გენერაციის ლიცენზიას, იქ აუცილებლად უნდა იყო დარწმუნებული, რომ ტექნიკური საშუალებები და მისი ყველა ნაგებობა არის გამართული. ამ მიმართებით გვქონდა უკვე საუბარი და ჩემი აზრით, სემეკიც იწყებს გააქტიურებას, რაც ძალიან კარგია“, – ამბობს დავით მირცხულავა.

სემეკის შესახებ

1997 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონიელექტროენერგეტიკის შესახებ“, რომლის საფუძველზეც კომისია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ორგანო. 1997 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნნენ კომისიის პირველი შემადგენლობის წევრები.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კომისიის მისიაა რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებსა და მომხმარებელთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, მარეგულირებელი ჩარჩოს მუდმივი სრულყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები