მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენეჯმენტი მაქსიმუმს აკეთებს, რათა 2023 წელს მუშაობა გააგრძელოს - აგარის შაქარი

62f120479d362
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 10:05
1311
აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებელი და მენეჯმენტი აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ქარხანამ 2023 წელს ფუნქციონირება გააგრძელოს. ამის შესახებ BMG-ს კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ქარხანას სამუშაო რეჟიმი განსაზღვრული 31 დეკემბრამდე აქვს. სამომავლო კონკრეტული გეგმა ჯერ გარკვეული არაა და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

კომპანიის ცნობითვე, 2022 წლის პირველ ნახევარში აგარის შაქრის ქარხანამ თეთრი შაქრის 30 ათას ტონამდე მზა პროდუქცია გამოუშვა. დღეს ბაზარზე შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევებზე დასმული კითხვის საპაუსოდ კი კომპანიაში ამბობენ: "საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში, უკრაინული ან რუსული შაქარის იმპორტი არ ხორციელდებოდა და ამიტომ ბაზარზე ომის სიტუაციამ ზეგავლენა ვერ იქონია, თუმცა ამ ომის გამო გაძვირებული ლოგისტიკური ტარიფები ჩვენზეც აისახა, ასევე ლოგისტუკური პრობლემები შეიქმნა მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც”.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის აგარაში მოქმედი შაქრის ქარხანა სახელმწიფოს ხელშეწყობით ოპერირებს. როგორც BMG-ის ამ საკითხის კომენტირებისას უთხრეს, სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და შიდა ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტის გარანტირებულად უზრუნველყოფის მიზნით, სახელწიფო კომპანიებისგან ენერგომომარაგებასა და ტრანსპორტის სფეროში სპეციალური ტარიფები აქვთ დაწესებული.

ცნობისთვის: 2017 წლის ნოემბერში "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები