მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეორად ავტომობილებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება” - "გლობალ ავტოიმპორტი"

62dd4cf5c7cbe
ლიკა გურაბანიძე
25.07.22 09:00
1237
“საქართველოში მეორად იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასები გაიზარდა,” - ამის შესახებ bm.ge-ს "გლობალ ავტოიმპორტის" დამფუძნებელმა ვანო ბიჩინაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფასის მატებას რამდენიმე განმაპირობებელი მიზეზი აქვს, მათ შორისაა, ახალ ავტომობილებზე ჩიპების წარმოების პრობლემა და შედეგად, მეორადი ავტომობილის შესყიდვაზე საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა.

“ყველაფერს ემატება ისიც, რომ ტრანსპორტირების ხარჯები 80%-ით გაგვეზარდა. შედეგად "გლობალ ავტოიმპორტში" ავტომობილებზე ფასებმა გასული წლის დეკემებრის შემდეგ 30%-ით მოიმატა. ანუ მივიღეთ ის, რომ ავტომობილის შეძენაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა მისი მიწოდება გართულებული. თუ უფრო შორს გავიხედებით, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში წელს 5 თვეში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ავტომობილებზე ფასები 100%-ითაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ფასების ზრდა ყოველდღიურად ხდება.” - განმარტა ვანო ბიჩინაშვილმა.
 
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული იმპორტის 10%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 606.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები