მეორე კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშების მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აპრილი - ივნისში 1.009 მლრდ დოლარს აღემატებოდა, რაც 2022 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელზე - 748.8 მლნ დოლარზე 34.8%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენა 115%-ია.
რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,804 მლრდ დოლარს აღემატებოდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.1 მლრდ დოლარი იყო. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.