მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექანიზმი, რომელიც ამდრომდე მოქმედებდა, შესაცვლელია - გაბუნია 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამაზე

5e0391c4b306e
BM.GE
25.12.19 21:22
1308
ის მექანიზმი, რომელიც ამდრომდე მოქმედებდა ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, არის გარკვეულწილად შესაცვლელი, - ასე შეაფასა 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

„ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს ცვლილება და მოხდება პროგრამის სრულად ინტეგრირება, საყოვლთაო ხელმისწვდომობის პროგრამაში, ეს გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე მარაგების მართვის კითხით და პაციენტისთვისაც მეტად მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.. გეოგრაფიულად სულ მცირე, რადგან სააფთიაქო ქსელზე გადადის ეს პროგრამა. აქამდე ბევრი მიზეზი იქნა გამოკვლეული იმისთვის, თუ რატომ მოხდა ამ პროგრამის ათვისება ნელ-ნელა. მინდა გითხრათ რომ აგვისტოს შემდეგ, როდესაც ჩვენ სრულად მოვხსენით ფინანსური ბარიერი, ძალიან ბევრი ბენეფიციარი პროგრამაში ჩაერთო, თუმცა, შემდეგ უკვე შეიქმნა იმის პრობლემა, რომ მარაგების მობილიზება დროულად ვეღარ მოხდა და გარკვეულ პოზიციებზე აღინიშნა დეფიციტი. ამიტომ სწორედ დადგა ის საჭიროება, რომ გადავიდეთ ინტეგრირებულ მექანიზმზე, საჭიროება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების უზრუნველყოფისთვის ცალსახად არსებობს. ეს არის პრიორიტეტული პროგრამა, აქ საჭიროა საგანმანათლებლო კამპანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ამ პროგრამის ნელა ათვისების მიზეზებზეც ისაუბრა:

„პირველი - იყო საინფორმაციო კამპანიის გარკვეული ხარვეზები, ასევე იყო ის, რომ ექიმებს არ ჰქონდათ შესაძლებელია სწორი და დროული ინფორმაცია პროგრამის სარგებლის შესახებ. ახლა მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ 1200 ექიმისთვის დაიწყო გადამზადების პროგარამა კონკრეტულად ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გამოყენებაზე. აქ არის ასევე გარკვეული უნდობლობა გენერიულ მედიკამენტებთან მიმართებაში. ამდენად ის ცვლილებები, რომელსაც ახლა ჩვენ ვგეგმავთ და რომელიც უკვე პრაქტიკულად ფორმალიზაციის პროცესშია, ითვალისწინებს ყველა ამ ხარვეზს და ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს პროგრამა იქნება უფრო გამართული“, - განმარტა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს, მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად 1 ლარად ყიდვის შესაძლებლობა 2017 წლის ივლისიდან აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები