მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის მეოთხედ დაცვა ვერ შეძლო

მერაბ დვალიშვილი

UFC 323-ზე MMA-ს მსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანთან გამართულ რემატჩში დამარცხდა. ბრძოლა ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე გაიმართა.

46:49 ; 47:48 ; 46:49 - ასე შეაფასეს მსაჯებმა ორთაბრძოლა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს საჩემპიონო ქამარი სამჯერ ჰქონდა დაცული, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა და მეოთხედ ქამარი ვერ შეინარჩუნა. დვალიშვილმა რუსი მოწინააღმდეგე წარსულში, 2023 წლის 11 მარტს, უკვე დაამარცხა.

ოფიციალური მონაცემებით, UFC 323-ზე დასწრების ღირებულება $125-დან $3 754-მდე მერყეობდა.

რაც შეეხება ბრძოლიდან მიღებულ შემოსავლებს, სპორტული გამოცემა TheSportster-ის ინფორმაციით, დვალიშვილი ანაზღაურების საერთო სიაში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს. მისი შემოსავალი, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 2.3 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო მსგავსი მაჩვენებელი UFC 323-ისთვისაც ნავარაუდებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები