მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz GLC და BMW iX3 – გერმანული ავტოგიგანტების ახალი ერა – Tesla "შარშია"?!

IX3 & GLC

ელექტრომობილების ბაზარზე გერმანულმა ავტოგიგანტებმა ახალი ეტაპი გახსნეს – Mercedes-Benz-მა და BMW-მ თავისი ახალი ელექტრო SUV-ებით, GLC EQ Technology და iX3, Tesla-სთვის ევროპაში კიდევ უფრო რთული და კონკურენტული გარემო შექმნეს. ახალი მოდელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს აერთიანებს, არამედ გერმანული მწარმოებლების ახალი დიზაინერული ენისა და პლატფორმების საწყის წერტილს წარმოადგენს.

Mercedes-Benz GLC EQ Technology – ელექტრო SUV პრესტიჟისა და ტექნოლოგიის კომბინაციით

Mercedes-Benz-ის GLC, სრულად ელექტრულ EQ Technology ვერსიაში გამოჩნდა. ახალი GLC ისეთი მოდელების კონკურენტად განიხილება, როგორიცაა Audi Q6, Porsche Macan- და BMW iX3.

ახალი GLC აღჭურვილია 94 კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონის ბატარეით რომელიც 483 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ეს კი BMW iX3-ის სიმძლავრეზე 20 ცხენის ძალით მეტია. 800 ვოლტიანი არქიტექტურის წყალობით, GLC-ს სავალი მანძილი WLTP მიხედვით 713 კილომეტრია, ხოლო 330 კილოვატიანი დამუხტვის სისტემით 10 წუთში 303 კილომეტრიანი დიაპაზონი იტვირთება.

Airmatic სამუხრუჭე სისტემა, Car-to-X ფუნქცია, Google Maps–თან დაკავშირებული სიმაღლის რეგულირება საუკეთესო მართვის კომფორტს ქმნის. უსაფრთხოების სისტემა მოიცავს MB.Drive-ს, აქტიურ კრუიზ-კონტროლსა და ნახევრად ავტონომიურ პარკირების მხარდაჭერას.

გერმანული ავტომწარმოებლის სიახლეს გამორჩეული ექსტერიერი აქვს, 942 ნათურისგან შემდგარი მძლავრი გრილი, LED განათებები და მერსედესის მუდმივად მოკაშკაშე სამქიმიანი ვარსკვლავი. SUV-ის ინტერიერში 39,1 დიუმიანი Hyperscreen–ია, MBUX სისტემით, Microsoft-ისა და Google-ის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.

გაყიდვები აშშ-ში 2026 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება, საბაზისო ფასი კი სავარაუდოდ $50,800 იქნება.

BMW iX3 – Neue Klasse პლატფორმის ინოვაცია

BMW-ის მეორე თაობის iX3 მსოფლიო დებიუტით Neue Klasse ეპოქას იწყებს. ახალი iX3 50 xDrive ორმაგი ძრავით 463 ცხენის ძალას წარმოქმნის და ერთი დამუხტვით 644 კილომეტრს გადის. საბაზისო ფასი $60,000-ია.

iX3 აგებულია Neue Klasse პლატფორმაზე, რომელიც სამომავლოდ ყველა ელექტრო BMW-ს საფუძველი გახდება. 800 ვოლტიანი არქიტექტურა მეექვსე თაობის eDrive სისტემით მაღალი სიმკვრივის ბატარეის უჯრედებს აერთიანებს.

რატომ არის Tesla "შარში"?! - გერმანული ელექტრო SUV–ების გავლენა Tesla–ზე

Tesla, რომელიც წლების განმავლობაში ელექტრომობილების ლიდერად ითვლებოდა, ევროპაში გამოწვევებს აწყდება. აგვისტოში გაყიდვები გერმანიაში 39%-ით დაეცა, შვედეთში 84%-ით, დანიაში 42%-ით. ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ნორვეგია, ესპანეთი და პორტუგალია, პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა მთლიანობაში ევროპაში Tesla-ს ბაზრის წილი 0.8%-მდე შემცირდა.

ახალი GLC EQ Technology და iX3 არა მხოლოდ კონკურენციას უწევენ Tesla-ს, არამედ აჩვენებენ, რომ გერმანულ მწარმოებლებს ელექტრომობილების ინდუსტრიაში ახალი, ინოვაციური მიდგომები აქვთ – მაღალი სიმძლავრე, გრძელი სავალი მანძილი, უმაღლესი ხარისხის დიზაინი და ინტერიერის ტექნოლოგიური სიმდიდრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები