ფუფუნების ავტომობილების მწარმოებელმა Mercedes-მა ელექტრომობილების წარმოებისთვის განახლებადი ენერგიისა და რეციკლირების მეთოდებით მიღებული ალუმინის გამოყენება დაიწყო, რაც კომპანიის მიერ ავტომობილების ახალი ხაზის წარმოებაში CO2-ის გამოყოფის შემცირებასა და ოპერაციის დეკარბონიზაციას შეუწყობს ხელს.
ახალი, დაბალნახშირბადიანი ალუმინი ნორვეგიული ლითონის მწარმოებელ Norsk Hydro-სთან პარტნიორობით შეიქმნა და ახალი მოდელის, ელექტრო Mercedes CLA-ს წარმოებაში გამოიყენება.
ორივე კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ეს თანამშრომლობა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება პრემიუმ კლასის სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებლებმა, ეკოლოგიურად სუფთა პროფილის სანაცვლოდ, ნედლეულში დამატებითი თანხა გადაიხადონ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს ახალ პროდუქტში ინვესტიცია არ დაუკონკრეტებიათ, Mercedes-მა აღნიშნა, რომ ახალი CLA-ის დამზადებისას 40%-ით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე მისი წინამორბედის წარმოებაში.
კერძოდ, Norsk Hydro-ში Mercedes-ისთვის დამზადებული ალუმინის ყოველ 1 კგ-ზე, 3 კგ CO2 გამოიყოფა, რაც მკვეთრად ჩამორჩება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს - 16.7 კგ-ს.




























