მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება ისევ პრობლემაა - მესტიის მერი

5e0f4d77e476a
დავით ჯალაღონია
04.01.20 20:58
2194
მესტიის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების კუთხით პრობლემები ისევ რჩება - ამის შესახებ BM.GE-ს მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის შეწყვეტა სამ დღეში ერთხელ მაინც ფიქსირდება.

"პრობლემები სამწუხაროდ ისევ არის, რადგან ჩვენთან მოხმარება ძალიან გაზრდილია, რასაც არსებული ქსელები ვერ პასუხობენ. მართალია, "ენერგო-პრო ჯორჯია" 24 საათის განმავლობაში დაუზარელად მუშაობს, მაგრამ გაზრდილ მოთხოვნას ეს ვერ აკმაყოფილებს. აქ ბიტკოინების (წარმოების) თემაც მოქმედებს, ძალიან გვიშლის ხელს", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, მიმდინარე პერიოდში რამდენად მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოჯახო პირობებში კრიპტოვალუტების მწარმოებლების გამოვლენა, მესტიის მერმა პასუხად აღნიშნა, რომ ამ კუთხით ისევ სოფლების მაცხოვრებლები აქტიურობენ.

"სოფლის მაცხოვრებელბი ცდილობენ ასეთ განზრახვაზე ხელი ააღებინონ (ბიტკოინების მწარმოებლებს) და ნელ-ნელა შედეგები გვაქვს. თავად მოსახლეობა ცდილობს პრობლემის გადაჭრას", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში კრიპტოვალუტების საწარმოების გამო, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიამ" გასულ წელს არაერთხელ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები