ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებულმა Meta-მ დააანონსა, რომ ინდიანას შტატის ქალაქ ლიბანში $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს და 1 გიგავატის სიმძლავრის AI მონაცემთა ცენტრს ააშენებს.
ცნობისთვის, ეს სიმძლავრე საკმარისია წლიურად 800,000 ამერიკული ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.
არსებული ინფორმაციით, 13-სართულია კამპუსიდან 10 მთლიანაც უახლესი თაობის AI მონაცემთა ცენტრებს დაეთმობა, რაც Meta-ს საშუალებას მისცემს, საკუთარი LLM მოდელების განვითარებისთვის გაცილებით მეტი რესურსი გამოიყენოს. ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყებდა 2027 წლის მიწურულს დასრულდება. ამ მოცემულობით, ინდიანაში აგებული ეს AI დატა ცენტრი იქნება Meta-ს რიგით 27-ე მსგავსი ნაგებობა.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ის შემქმნელი კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის წინაშეც აიღებს მნიშვნელოვან კორპორაციულ პასუხისმგებლობას. კერძოდ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად Meta ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად $1 მილიონს გამოყოფს. ამასთან, $120 მილიონის ინვესტიციას ჩადებს რეგიონული წყალმომარაგების სისტემების აგება-შეკეთებისთვის და გზების მშენებლობისთვის. როგორც ირკვევა, მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 4,000 ადამიანი, მუდმივად კი ინდიანას AI დატა ცენტრი 300, მაღალანაზღუარებად სამსახურს შექმნი.
ცნობისთვის, მარკ ცუკერბერგის კომპანია 2028 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაცემთა ცენტრების აგებაზე $600 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ის ამ ობიექტების აგებით ცდილობს, მკვეთრად გაზარდოს საკუთარი გამოთვლითი შესაძლებლობები და გაუწიოს კონკურენცია ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიც Microsoft-ი და Google-ი არიან. აღსანიშნავია, რომ Meta იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც საკუთარ AI ინფრასტრუქტურას არავის უზიარებს და LLM მოდელების განვითარებისთვის მხოლოდ საკუთარ მონაცემთა ცენტრებს იყენებს.




























