მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ $299-იანი ახალი თაობის ჭკვიანი სათვალე წარადგინა

Meta-ს ახალი სათვალეები

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ ახალი თაობის ჭკვიანი სათვალე წარადგინა. როგორც ირკვევა, ინოვაციური მოწყობილობის საწყისი ფასი $299-ია და ის წინამორბედ Meta Ray-Ban-ის მოდელზე $80-ით იაფია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი სათვალე Ray-Ban-ის მფლობელ EssilorLuxottica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამის მიუხედავად, პროდუქტს Ray-Ban-ის ან Oakley-ს ბრენდირება არ ექნება. სათვალეს ეკრანი არ გააჩნია, თუმცა მასში ჩაშენებულია კამერა, მიკროფონი და დინამიკები.

მოწყობილობის მფლობელებს Meta-ს ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაცია, ტექსტის თარგმნა და ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. Google-მა Warby Parker-თან თანამშრომლობით ისეთი სათვალე დააანონსა, რომელიც Gemini-ს მოდელს გამოიყენებს. საკუთარი $2,195-იანი პროდუქტი Snap-საც ექნება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბაზარზე მრავალფეროვნების მიუხედავად, სექტორის 80%-ზე მეტს კვლავ Meta აკონტროლებს.

ცუკერბერგის კომპანიამ ჭკვიანი სათვალეები გასულ წელსაც წარადგინა. Meta-ს Ray-Ban Display ეკრანით არის აღჭურვილი და აქვს ყველა ის უპირატესობა, რაც ახალ სათვალეებს, თუმცა ტექნიკური უპირატესობების გამო გასულ წელს გამოსული მოდელის ფასი ახალს თითქმის 3-ჯერ აღემატება და $799-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები