სოციალური ქსელების ტიტანმა, ამერიკულმა Meta-მ საზოგადოებას ახალი პროდუქტები წარუდგინა. Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია მეტავერსის მიმართულებით განვითარებას განაგრძობს და ის ამ პროცესში აქტიურად გეგმავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
დავიწყოთ მთავარი სიახლით, რომელიც მარკ ცუკერბერგმა სიამაყით წარადგინა - ეს Meta Quest 3-ია, ანუ ახალი თაობის VR სათვალე, რომელიც მომხმარებელს ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელი იქნება როგორც მუშაობა, ასევე გართობა და დასვენება.
VR სათვალით მარტივად იქნება შესაძლებელი Microsoft-ის სერვისებით სარგებლობა, მათ შორის იქნება: Word, Excel და PowerPoint.
მუშაობის გარდა, Quest 3-ით შეძლებთ სოციალური ქსელების გამოყენებას, ფილმების ყურებას, ონლაინ შეხვედრებზე დასწრებას და მეტავერსულ აქტივობებში მონაწილეობას.
Quest 2-თან შედარებით, Quest 3-ს 10-ჯერ მეტი პიქსელი და გაფართოება ექნება. რაც მთავარია, ჩაფხუტი აღიჭურვება Qualcomm Snapdragon XR2 Gen 2 პროცესორით, რომელიც, როგორც ამბობენ, წინა მოდელთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფი და ძლიერია.
წელს მთავარი სიახლე გეიმინგ ინდუსტრიას უკავშირდება. Meta Quest-ის მომხმარებლები Xbox Pass-ით სარგებლობასაც შეძლებენ ანუ ისინი Microsoft-ის Cloud-სერვისით ითამაშებენ პერსონალურ კომპიუტერებსა და Xbox-ზე გათვლილ ვიდეო თამაშებს. აქ მთავარი სიახლე კი ის არის, რომ AAA თამაშების გასაშვებად აღარ იქნება მძლავრი კომპიუტერის შეძენა აუცილებელი, რადგან გრაფიკულ მხარდაჭერას Microsoft-ის სერვისი და Meta-ს ჩაფხუტი თავად უზრუნველყოფენ.
Meta Quest 3-ის ფასი 500 დოლარი იქნება და ის ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.