მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-ს 260 MW მზის ენერგიით ფრანგული Engie მოამარაგებს

engie

Facebook-ის მფლობელი Meta ფრანგული Engie-ს მიერ აშშ-ში ახლად აშენებული მზის ელექტროსადგურის სრულ გენერაციას შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ენერგეტიკული კომპანია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 260 მეგავატი იქნება, ოპერირებას 2025 წლის ბოლოდან დაიწყებს.

"ამოქმედების შემდეგ, ელექტროსადგური Engie-ს განახლებადი ენერგიის პროექტების არსებულ, 8-გიგავატიან პორტფოლიოს დაემატება, რაც ითვალისწინებს მზისა და ქარის სადგურებსა და, ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, სამშენებლო სექტორში ბატარეის ენერგიის შესანახ სისტემებს", - განმარტავს კომპანია.

გასულ თვეში Engie-მ კიდევ ერთ ამერიკულ გიგანტთან გააფორმა ხელშეკრულება. Google ელექტროენერგიას ფრანგული კომპანიის აშშ-ს ტერიტორიაზე უდიდესი, ჩილინგემის მზის ელექტროსადგურიდან შეისყიდის.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა, მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს სუფთა ენერგიაში ინვესტირებისკენ მოუწოდა, რითაც, გენერეაციული ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების განვითარების გამო, ელექროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

ნავარაუდებია, რომ 2023-2030 წლების შუალედში, აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გასამმაგდება, რის დასაკმაყოფილებლადაც გენერაციის 47 გიგავატით ზრდა იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები