მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-ს კაპიტალიზაცია ერთ დღეში რეკორდული $197 მილიარდით გაიზარდა

fb

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, Meta-მ ახალი რეკორდი დაამყარა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 197 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

Meta-ს აქციების ღირებულება ბოლო სავაჭრო სესიაზე 20%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის საბაზრო შეფასებამ 1 ტრილიონ 220 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს რიგით მე-7 უმსხვილესი კომპანია გახდა. ერთწლიან პერიოდში მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული კომპანიის აქციების ღირებულება 155%-ითაა გაზრდილი, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

Meta-ს წარმატება პირდაპირ კავშირშია ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან. როგორც ირკვევა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ 14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასამმაგებული მაჩვენებელია.

კომპანიის წარმატების ფონზე, მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $28 მილიარდით გაიზარდა და მისმა შეფასებამ 170 მილიარდ დოლარს მიაღწია. Bloomberg-ის შეფასებით, ცუკერბერგი ამჟამად მსოფლიოს რიგით მეოთხე ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები