მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-ს მოგება და შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა

Meta Mark Zuckerberg

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს კვარტალური მოგება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსთა პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მეორე კვარტალში Meta-ს მოგებამ $13.5 მილიარდი შეადგინა.

ასევე, Meta-მ მეორე კვარტალში $39.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების $38.3-მილიარდიან პროგნოზსაც აჭარბებს. ამ პერიოდში, კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $5.16 შეადგინა, როდესაც ანალიტიკოსები აქციაზე $4.72-ის მოგებას პროგნოზირებდნენ.

Meta-ს შეფასებით, მესამე კვარტალში მისი შემოსავლები $38.5-$41 მილიარდს შორის იქნება. გარდა ამისა, Meta ვარაუდობს, რომ წლიური ხარჯები $96-დან $99 მილიარდამდე იქნება, ხოლო კაპიტალური დანახარჯები $37-$40 მილიარდამდე გაიზრდება.

ამავდროულად, Reality Labs-ის, ანუ მეტავერსის დეპარტამენტის კვარტალურმა ზარალმა $4.5 მილიარდი შეადგინა, რაც განყოფილების შექმნის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

მიუხედავად Meta-ს რეორგანიზაციისა და ვირტუალური და გაფართოებული რეალობის მიმართულებაზე კონცენტრირებისა, კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მაინც სოციალურ მედიაზე მოდის. Meta-ს აპლიკაციები, როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი, მთლიანი გაყიდვების 99%-ს აგენერირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები