მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-ს შემოსავლები და კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

Meta Mark Zuckerberg

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მან 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კომპანიის აქციების ღირებულება 19%-ითაა გაზრდილი, ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი კი 150%-ს აჭარბებს.

Meta-ს წარმატება პირდაპირ კავშირშია ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან. როგორც ირკვევა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ 14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასამმაგებული მაჩვენებელია.

ამ შედეგების წყალობით, მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წელს მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს, თანაც ეს ყველაფერი მეტავერსის გარეშე.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.