მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-ს წამყვანი AI მეცნიერი ტოვებს - რატომ მიიღო ლეკუნმა გადაწყვეტილება?

Meta

ამერიკული ტექ-გიგანტის, Meta-ს ხელოვნური ინტელექტის განვითარების დეპარტამენტის წამყვანმა მეცნიერმა, იენ ლეკუნმა კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, გადაწყვეტილების მიზანი ახალი სტარტაპის შექმნაა.

არსებული ინფორმაციით, ლეკუნმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები შესაძლო ინვესტორებთან, ვინც მას პროექტის განხორციელებაში დაეხმარებიან. როგორც გამოცემა იუწყება, მეცნიერისა და ცუკერბერგის კომპანიის გზები მას შემდეგ გაიყო, რაც Meta-ს მიზანი არსებული AI მოდელების კომერციალიზაცია გახდა, ხოლო გრძელვადიანმა სამეცნიერო კვლევებმა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა შეიძინა.

როგორც ირკვევა, ლეკუნი არ აპირებს Meta-ში აქამდე არსებული რომელიმე AI მოდელის ალტერნატივის შექმნას. მისი ყურადღება ისეთი სტარტაპის განვითარებაზე იქნება გადატანილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ფიზიკურ სამყაროსთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. არსებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე Meta-ს ყოფილ AI მეცნიერს სარგებლის მიღების განზრახვა არ ექნება, რას მიანიშნებს, რომ ლეკუნი პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე წლების დახარჯვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები