მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta შტატებში AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $600 მილიარდს დახარჯავს

meta

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Meta შტატებში AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $600 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. არსებული ინფორმაციით, მასშტაბური პროექტები მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ძირითადი აქცენტი კი AI მონაცემთა ცენტრების აშენებაზე გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებით მარკ ცუკერბერგის კომპანია იმ უიშვიათეს ამერიკულ ტექ-გიგანტებს შორის შედის, რომელთაც მსგავსი მასშტაბის კოლოსალური ინვესტიციის ჩადების დაპირება დადეს.

დაანონსებული პროექტის ფარგლებში, ლუიზიანას შტატში $27 მილიარდის მოცულობის ე.წ. დატა ცენტრი აშენდება. შედარებისთვის, აქამდე საუბარია მხოლოდ მილიარდ-ნახევრიან ობიექტზე იყო, რომელზე დიდის აგებასაც ტეხასის შტატში Meta არ გეგმავდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ზაკერბერგის კომპანიის გადაწყვეტილება, კოლოსალურად გაზარდოს ხარჯები, მიუთითებს, თუ რამდენადაა გაზრდილი მოთხოვნა AI ინფრასტრუქტურაზე.

როგორც Meta-ში განმარტავენ, ინვესტიციის მიზანი ახალი ინფრასტრუქტურის აგებასთან ერთად ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა, ასევე კომპანიის “სუპერ-ინტელექტის” განვითარების დაჩქარება იქნება. აღსანიშნავია, რომ არსებული მოცემულობით Meta ე.წ. დატა ცენტრებს მხოლოდ საკუთარი პლატფორმებისთვის იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები