მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta Verified - მარკ ცუკერბერგი გამოწერის ახალ სერვისს აანონსებს

63f25b65303be
გიორგი არონია
20.02.23 21:50
2495
ამერიკული ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გამოწერის ახალ სერვისს აანონსებს, რომლითაც სახელმწიფოებსა და ორგანიზაციების უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის მიზნით ვერიფიკაციის ცისფერი ნიშნის შეძენის საშუალება ექნებათ.

Meta-ს დამფუძნებელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ სერვისი პირველად მიმდინარე კვირაში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ჩაეშვება. Meta Verified-ის ღირებულება ვებ-ბრაუზერის შემთხვევაში 11.99 დოლარი იქნება, ხოლო iOS-სთვის მისი ღირებულება 14.99 დოლარი იქნება.

„დილა მშვიდობისა და ახალი პროდუქტის განცხადება: ამ კვირაში ვიწყებთ Meta Verified-ის გამოშვებას - გამოწერის სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაადასტუროთ თქვენი ანგარიში სამთავრობო ID-ით, მიიღოთ ცისფერი ნიშანი, დამატებითი დაცვა იმ ანგარიშებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენ ხართ და მიიღოთ პირდაპირი წვდომა მომხმარებელთა მხარდაჭერაზე. ახალი ფუნქცია ჩვენს სერვისებში ავთენტურობისა და უსაფრთხოების გაზრდასთანაა დაკავშირებული“, - წერს ცუკერბერგი.

აღსანიშნია, რომ ვერიფიკაციის ნიშნების გაყიდვა ილონ მასკის მიერ გასული წლის ოქტომბერში Twitter-ის შეძენის შემდეგ გახდა აქტუალური.

ახალი სერვისის დანერგვით სოციალური ქსელი დამატებითი შემოსავლის დაგენერირებას შეძლებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ყველაფრის გათვალისწინების ფონზე, რომ Facebook-ის მიერ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლები მცირდება.

ამჟამად Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 448 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები