მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათის“ პროდუქცია ჯგუფური ბიოსერტიფიკატის მფლობელი გახდა

თხილი
BM. GE
11.10.23 10:19
38

მეთხილე ფერმერთა ასოციაცია „კავკასნათმა“, რომელსაც 2014 წლიდან ჯგუფური ბიოსერტიფიცირების სისტემა აქვს დანერგილი, 2023 წელსაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - ასოციაციის 306 წევრმა ევროკავშირში აღიარებული  ბიოსერტიფიკატი მიიღო.

ასოციაცია „კავკასნათის“ საწარმოო შესაძლებლობები ამ ეტაპზე 1300-მდე ტონა ნაჭუჭიან თხილს შეადგენს, საიდანაც 2023 წელს 563-მდე ტონა ბიოსერტიფიცრებული იქნება.

ასოციაცია დასავლეთ საქართველოს 700-მდე ფერმერთან მუშაობს, რომლებიც თხილის პლანტაციებს ორგანული და Fair Trade სტანდარტების შესაბამისად მართავენ. ასოციაცია „კავკასნათი“ წევრების რაოდენობისა და წარმოების პოტენციალის ყოველწლიურად 20-30%-ით გაზრდას გეგმავს.

ასოციაცია „კავკასნათი“ 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური  ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.

ასოციაცია „კავკასნათის“ ამოცანებია:

თხილის მწარმოებელ ფერმერთა სერტიფიცირების ხელშეწყობა ბიო და Fair Trade სტანდარტების შესაბამისად;

სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;

ბიო და Fair Trade სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;

მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.

ასოციაცია „კავკასნათი" იყენებს ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას, რომლის მეშვეობით ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /ინფორმირებას, მათი მეურნეობების ინსპექტირებას, ხელს უწყობს მათ გარე აუდიტს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები