ISET-ის ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ დროა, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ნელ-ნელა შემცირება დაიწყოს.
დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება შემცირდება თუ არა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი. დღეის მდგომარეობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია.
“ვფიქრობ, ერთი ნაბიჯით შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შერბილება. მნიშვნელოვანი ნახტომი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის მცირედით შერბილება მოსალოდნელია. ახლა უკვე შესაძლებელია ნელ-ნელა შერბილების მიმართულებით სვლა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ინფლაცია საკმაოდ სტაბილურია და ნაკლებია შიშები ფასების მატებასთან დაკავშირებით. როცა ვხედავთ ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია, თუმცა ნელ-ნელა ქვემოთ მოდის, მგონია, მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული შერბილება შესაძლებელია”,- ამბობს პაპავა.