მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრთნაკადის ზრდა საქართველოს ერთადერთ აეროპორტში დაფიქსირდა – შიდა ფრენების სტატისტიკა

5eb1993466c64
ნინი ლონგურაშვილი
05.05.20 21:20
1696
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, იანვრის თვიდან მარტის ჩათვლით ადგილობრივი აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1,359 მგზავრი). შესაბამისი ინფორმაცია BMG-იმ გამოითხოვა.

2020 წლის მარტის თვეში, მგზავრთნაკადის ზრდა საქართველოს ერთადერთ აეროპორტში დაფიქსირდა. ამბროლაურის აეროპორტით გასულ თვეს 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს, 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -22 % შემცირდა. მაშინ, როცა 2019 წელს მესტიის აეროპორტი 421 მგზავრს მოემსახურა.

ქვეყნის შიდა აეროპორტებში ფრენა 2020 წლის 22 მარტს შეწყდა, ბოლო მონაცემებით, 22 მაისამდე ფრენები შეზღუდულია. თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ოთხი დიდი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები