მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Micron-ის აქციები რეკორდული მოგების მიუხედავად მეოთხე დღეა უფასურდება - რატომ?

MICRON

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Micron-ის აქციების ფასი, გასული კვირის გამორჩეული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების მიუხედავად, დაახლოებით 14%-ით შემცირდა.

ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა 23.86 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, $8.05 მილიარდთან შედარებით თითქმის გასამმაგებას ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსებმა, მათ შორის JPMorgan-ისა და Morgan Stanley-ს ექსპერტებმა კომპანიის სამომავლო პროგნოზები გააუმჯობესეს, ბაზარზე აქციების ღირებულების კლება მაინც ფიქსირდება.

როგორც ირკვევა, ფასის ვარდნა დიდწილად ინვესტორების მიერ მოგების განაღდების მცდელობასა და მიწოდების ჯაჭვში არსებულ სირთულეებს უკავშირდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სანჯაი მეჰროტრას განცხადებით, მზარდი დეფიციტის გამო Micron-ი ამ ეტაპზე საკვანძო კლიენტების მოთხოვნის მხოლოდ 50%-დან 66%-მდე დაკმაყოფილებას ახერხებს. ბაზრის ექსპერტების შეფასებით, აქციების კლება კაპიტალური დანახარჯების ზრდითა და იმ მოლოდინითაც არის განპირობებული, რომ მარჟის მაჩვენებელმა მაქსიმუმს უკვე მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ Micron-ი სამხრეთკორეულ SK Hynix-თან და Samsung-თან ერთად მეხსიერების ბარათების გლობალური ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. მათზე ისეთი გიგანტები არიან დამოკიდებულნი, როგორებიც Nvidia და AMD არიან. ამჟამინდელ ვარდნამდე კომპანიის აქციების ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 300%-ზე მეტით იყო გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები