მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ლონდონის საფონდო ბირჟის ოპერატორის 4%-ს ყიდულობს

6396e9426b26d
გიორგი თოლორდავა
12.12.22 12:44
673
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ლონდონის საფონდო ბირჟის ოპერატორი კომპანიის, London Stock Exchange Group-ის 4%-იან წილს ყიდულობს.

გარდა პირდაპირი ინვესტირებისა, დღეს LSEG-სა და Microsoft-ს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის გაციფრულებისა და Cloud სისტემების განვითარების პროცესში Microsoft-ის ექსკლუზიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

პარტნიორობის ფარგლებში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში LSEG-ის ტექნიკურ მხარდაჭერას და მონაცემების დამუშავების უახლესი ხელსაწყოებით აღჭურვას სწორედ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა Microsoft-ისგან მინიმუმ 2.8 მილიარდი დოლარის სერვისების შეძენის ვალდებულებას იღებს, თავად ამერიკული კომპანია კი დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის წილს ყიდულობს LSEG-ში.

ექსპერტების შეფასებით, პარტნიორობა LSE Group-ს საშუალებას მისცემს Bloomberg-ის კონკურენტი საფინანსო-საინფორმაციო პლატფორმა შექმნას, რომელსაც საბოლოოდ არა მარტო დიდი ბრიტანეთი, არამედ ყველა მსურველი გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ LSE Group-ი საფინანსო პლატფორმა Refinitiv-ს ფლობს, რომელიც სწორედ Bloomberg Terminal-ისთვის ცდილობს კონკურენციის გაწევას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები