ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა 60 მილიარდი დოლარის მოცულობის აქციების უკან გამოსყიდვა დააანონსა. გარდა ამისა, კომპანია ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობას 10%-ით გაზრდის, ანუ აქციონერები უფრო მეტ მოგებას მიიღებენ, ვიდრე ადრე.
კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი მოთხოვნის ხელოვნურად გაზრდა და აქციების გაძვირებაა, რაც ინვესტორებისთვის სარგებლის მომტანია. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივების ღირებულებაზე.
ამჟამინდელი მდგომარეობით, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 265 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ $60-მილიარდიანი გამოსყიდვა კომპანიის შეფასების 2%-ზე ნაკლებია.