მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ, Microsoft-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებით 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება დააანონსა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, Microsoft-ს ვისკონსინის შტატში ახალი data-ცენტრის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, რომლის მიზანი ხელოვნური ინტელექტის გამოკვება იქნება.
თავად პროექტი 2,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და მშენებლობის პროცესში დამატებით 2,300 ადამიანს დაასაქმებს.