მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Microsoft-მა შტატ უისკონსინში მდებარე 164-ჰექტარიანი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე გოგრის ფერმა შეიძინა, რაშიც $76 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს მიწა, როგორც ჩანს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან მის გამოსყიდვას შტატის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა, რადგან იქ საწარმოს მოწყობით ჩინური Foxconn-ი იყო დაინტერესებული, მაგრამ იმ დროს, კრუზიგერების ოჯახმა უარი თქვა, რადგან უკეთესი შეთავაზების იმედი ჰქონდა.
უკეთესი შეთავაზება კი, რომელიც ლამის სამჯერ აღემატება ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებას, კრუზიგერების ოჯახს Microsoft-ისგან მიიღო, რომელიც იქ დატაცენტრების კამპუსის აშენებას გეგმავს, სადაც ამერიკულ გიგანტს $1 მილიარდის დაბანდება აქვს გადაწყვეტილი. თავდაპირველად, ამ დატაცენტრში 200-მდე ადამიანი დასაქმდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა 460-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.783 ტრილიონს აღემატება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.