მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MicroStrategy-ის საკუთრებაში არსებული ბიტკოინის რაოდენობა 439,000-მდე გაიზარდა

microstrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 50 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა.

ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 439,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $47 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.

კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია ათწლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს. გარდა ამისა, კომპანია ბირჟაზე დამატებით აქციებს უშვებს, რათა ინვესტორების მხრიდან მოზიდული თანხა ბიტკოინის შესყიდვაზე მიმართოს.

სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები