ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 2 მილიარდი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა.
ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 499,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $48 მილიარდს აღწევს.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე
თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.3%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.