ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 43 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა.
ამჟამად MicroStrategy ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 640,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $72 მილიარდს აღწევს.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.5%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.




























