ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microstrategy-მ 615 მილიონ დოლარად დამატებით 14,620 ბიტკოინი შეიძინა, რის შედეგად კრიპტოაქტივში ინვესტირებული პორტფელის მოცულობამ 8 მილიარდ 110 მილიონ დოლარს მიაღწია.
Microstrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით, ის ჯამში 189,150 ბიტკოინს ფლობს.
კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.