მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზარალზე ყოფნის მიუხედავად, Strategy ბიტკოინში ინვესტიციას ზრდის

strategy

მაიკლ სეილორის კომპანიამ, Strategy-მ დამატებით 1,142 ბიტკოინი შეიძინა, რომლის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონი დოლარი გადაიხადა.

შესყიდვა კომპანიის აქციების გაყიდვიდან მიღებული თანხით განხორციელდა, რაც სეილორის მხრიდან ბაზრის მიმართ ურყევ ნდობაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასი მკვეთრად შემცირდა, სეილორი აცხადებს, რომ მისი სტრატეგია უცვლელია, რადგან კრიპტოვალუტა გრძელვადიანად მაინც გაიზრდება.

ამ ბოლო ტრანზაქციის შედეგად, კომპანიის მთლიანი მარაგი 714,644 ბიტკოინამდე გაიზარდა, რაც კრიპტოაქტივის მაქსიმალური მიწოდების დაახლოებით 3.4%-ს შეადგენს.

ამ რაოდენობის დასაგროვებლად სეილორმა ჯამში 54.4 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო ერთი ბიტკოინის საშუალო შესასყიდი ფასი 76,000 დოლარია.

როცა ბიტკოინი ამ საფასო ნიშნულზე დაბლა ჩამოდის, Strategy არარეალიზებულ ზარალზე იმყოფება, თუმცა ეს სეილორს არ ადარდებს, რადგან, როგორც ის ამბობს, კომპანიას შეუძლია ბიტკოინის ფასის 90%-იან ვარდნასაც კი რამდენიმე წლის განმავლობაში გაუძლოს, რადგან ბიტკოინის შესაძენად გამოყენებული ობლიგაციების ძირითადი ნაწილის დაფარვის ვადა 2028 წლამდე არ დგება, ამიტომ ამ დრომდე Strategy ფიზიკურად ვერ გაკოტრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები