მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელთან ცირკულარული მიგრაციის საკითხი განიხილეთ - სამინისტრო

641f1d5d50257
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 20:03
531
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურ რწმუნებულს იოახიმ შტამპის შეხვდა.

უწყების ცნობითვე, მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას; არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.

თავის მხრივ, იოახიმ შტამპიმ, უწყების ხელმძღვანელს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია და მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი პეტერ შმიდტი ესწრებოდნენ.

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში გასული წლის 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. დასაქმების პროგრამაზე საქათველოდან პირველი ჯგუფი 2021 წლის აპრილში გაემგზავრა. მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები