ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ემოციური ფონის " მსხვერპლნი" არიან. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
„მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, მათი შრომა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა და მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო.
ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ასეთ განცხადებას - მათი აზრი თანაბრად პატივსაცემია. სხვა საკითხია, ვის ვეთანხმები და ვის - არა. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, რომლებმაც დღეს, შეიძლება, პროტესტი დააფიქსირეს და ემოციური ფონის "მსხვერპლნი" არიან , ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ, არავითარი მიზეზი ჭიქაში ქარიშხლის მოწყობისთვის, ობიექტურად, არ არსებობს, ვინაიდან განუხორციელებადია ის გეგმა, რომელსაც ჰქვია, საქართველოში, "მაიდანიზაციის" განხორციელება“, - თქვა სარჯველაძემ.