მიკრობანკები 30 000 ლარამდე დეპოზიტის მოზიდვას შეძლებენ. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ და MBC-ის რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა, ამ თემაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად, MBC სებ-ში განაცხადს ნოემბერში შეიტანს.
როგორც ცნობილია, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა შეეძლებათ, რაც დეპოზიტების დაზღვევის ზღვრით განისაზღვრება და ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში არსებული დეპოზიტის დაზღვევის ლიმიტი 15 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტისთვის.
„აღნიშნული ზღვრის გაორმაგებაზე არის საუბარი. ვფიქრობ, ეს სიახლე ძალაში მალე შევა და დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზრდება, რაც მოსახლეობისთვისაც კარგია და მიკრობანკებსაც მეტი დეპოზიტის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ“, - თქვა ნინო დევდარიანმა.