მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში პირველი განაცხადი MBC-მ შეიტანა

ემბისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ BM.GE-ს MBC-ის რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, MBC-იმ ლიცენზიაზე განაცხადი 13 ნოემბრის კვირაში წარადგინა.

„ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - ემბისიმ წინა კვირას შეიტანა. ლიცენზიის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული განხილვის მაქსიმალური ვადა 6 თვეა. იმედი გვაქვს, ეროვნული ბანკი ლიცენზირებაზე გადაწყვეტილებას უფრო მალე მიიღებს“, - ამბობს ნინო დევდარიანი.

ნინო დევდარიანი, რომელიც „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარეცაა, აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მოლოდინი აქვს, რომ ეროვნულ ბანკს სალიცენზიო განცხადებით სხვა მისო-ებიც მიმართავენ.

ცნობისთვის: მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს.

პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელს აღარ მოუწევს ეროვნულ ბანკში ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები