მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროკომპიუტერების მწარმოებელი Raspberry Pi ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტა

pi 5

ბრიტანული მიკროკომპიუტერების მწარმოებელი Raspberry Pi ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) საჯაროდ დაილისტა. კომპანიის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) მოცულობამ 689 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება.

Raspberry Pi ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მცირე და იაფფასიან მიკროკომპიუტერებს ქმნის. მისი ძირითადი პროდუქტი არის იგივე სახელწოდების მქონე მიკროკომპიუტერი, რომელიც გამოირჩევა თავისი მცირე ზომითა და მოქნილობით.

Raspberry Pi-ს მოწყობილობები გამოიყენება სხვადასხვა პროექტებში, დაწყებული განათლებისა და სწავლების პროცესებით, დასრულებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და წარმოების ავტომატიზაციით.

Raspberry Pi განსაკუთრებით პოპულარულია განათლების სფეროში, სადაც მას იყენებენ, როგორც კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების სწავლების იაფფასიან ალტერნატივად. ასევე, ინჟინრები და მეცნიერები Raspberry Pi-ს იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პროექტებში, რობოტიკაში, IoT-სისტემებში და კიბერუსაფრთხოებაში.

Raspberry Pi-ს კომპიუტერების ფასები განსხვავებულია მოდელების მიხედვით. ყველაზე დაბალფასიანი მოდელი, Raspberry Pi Zero, დაახლოებით $5-$15 ღირს, ხოლო უფრო მძლავრი მოდელები, როგორიცაა Raspberry Pi 4 ან 5, 35-75 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები