არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ქვეყნის ფინანსური სტრუქტურის რეფორმა დაიწყო, რომლის ფარგლებში საგადასახადო სამსახური გააუქმა.
რეფორმის ფარგლებში, არგენტინაში ახალი ორგანო - საბაჟო კონტროლისა და გადასახადების აკრეფის სააგენტო შეიქმნა, რომელმაც გაუქმებული საგადასახადო სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციები შეითავსა.
როგორც არგენტინის ხელისუფლებაში ამბობენ, ახალი უწყება გაცილებით ნაკლებად ბიუროკრატიულია. ახალი სააგენტოს დაფუძნების შედეგად, წინა უწყებებში არსებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობების რაოდენობამ 34%-ით იკლო. საერთო ჯამში, საგადასახადო სამსახურიდან დამატებით 3,000 თანამშრომლის გათავისუფლება არის დაგეგმილი, რითაც არგენტინის ხელისუფლება ყოველწლიურად $5.3 მილიარდის დაზოგვას აპირებს.